ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში შესასვლელად კიბე მიიტანა

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობაში შესასვლელად კიბის გამოყენება სცადა.

მისი თქმით, რადგან საკრებულოს შესასვლელი ყველა კარი დაკეტილი იყო, ის საკუთარ კაბინეტში ასვლას კიბის საშუალებით აივნიდან ეცდებოდა, თუმცა საკრებულოს დეპუტატს კიბის გამოყენება აღარ დასჭირდა და ის შენობაში შეუშვეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მოძრაობა „შეცვალე“ თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მანდატის დატოვების მოთხოვნით დღეს დილიდან აქციებს მართავენ. თავდაპირველად აქციის მონაწილეები დეპუტატის სამუშაო კაბინეტში შეიკრიბნენ და კარვის გაშლას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებს კაბინეტი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს. ამასთან პროტესტის ნიშნად, საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო.

მსგავსი თემები