საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს

საქართველოში საარსებო შემწეობას 416 400 ადამიანი იღებს, რაც 116 111 ოჯახს შეადგენს. წლის დასაწყისიდან შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 25 700-ით შემცირდა. ამ დროისთვის მას მოსახლეობის 11.2% იღებს. ამ მიზნით სახელმწიფომ წლის დასაწყისიდან 286 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. ამის შესახებ “ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი” წერს. 

ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც საარსებო შემწეობას ადგილობრივი მოსახლეობის 37% იღებს. 

შემწეობაზე დამოკიდებულთა რაოდენობა (წილი) რეგიონების მიხედვით:

საქართველო – 411 400 – 100 %; 

აჭარა – 41 504 – 12,3%; 

თბილისი 86 700 – 7.5%;

გურია – 18 427 – 16.3%;

რაჭა/ლეჩხუმი/ქვ.სვანეთი – 11 852 – 37.3%;

კახეთი – 41 743 – 13.1%;

იმერეთი – 54 851 – 10.2 %;

მცხეთა-მთიანეთი – 12 519 – 13.3%;

სამეგრელო/ზემ.სვანეთი – 55 747 – 16.8 %;

სამცხე-ჯავახეთი – 10 900 – 6.9%;

ქვემო ქართლი – 44 874 – 10.6%;

შიდა ქართლი – 40 221 – 15.2%. 

მსგავსი თემები