“96 წლის მამაკაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება” – სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 96 წლის გორა ღარიბაშვილი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.

https://mcm.ge/ოკუპანტებმა-96-წლის-ქართვე/

მსგავსი თემები