“კუხიანიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს, აზრის გამოხატვის უფლება ყველას გვაქვს” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს, რადგან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.

“ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. პატიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცენდენტო ძალისხმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ყველას გვაქვს ჩვენი უფლება გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით”,- განაცხადა თეა წულუკიანმა

საქმე ეხება თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქპოსტებს, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

https://mcm.ge/მთელი-ოჯახი-იდიოტები-ხარ/

მსგავსი თემები