“ეს “ულან-ბატორი” როდემდე უნდა ავიტანოთ, რაც რუსთაველზე ხდება, როდემდე ვუყუროთ ამ კოშმარს” – გიორგი ხაინდრავა

„8 მილიონი ტურისტი ჩამოდის საქართველოში და აქედან 90% გადის რუსთაველზე. ეს „ულან-ბატორი“ როდემდე უნდა ავიტანოთ მაინტერესებს, როდემდე უნდა ვუყუროთ ამ კოშმარს, რომელიც იქ ხდება?!“- ამის შესახებ კინორეჟისორმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისი ეკუთვნის 4 მილიონ ქართველს და არა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მარგინალურ ჯგუფებს:

 „ეს ქუჩა თბილისის გული და ცენტრია. თბილისი ეკუთვნის 4 მილიონ ქართველს და არა რაღაც მარგინალურ ჯგუფებს, რომელიც იქ არიან შეკრებილები. მე მეკუთვნის, თქვენ გეკუთვნით… გასეირნება გინდა ადამიანს. პირველ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი შვილიშვილი მინდა გავიყვანო, გავასეირნო და გული მტკივა, როცა ამ ყველაფერს ვუყურებ.  ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ქუჩა ევროპაში. 8 მილიონი ტურისტი ჩამოდის საქართველოში და აქედან 90% გადის რუსთაველზე. ეს „ულან-ბატორი“ როდემდე უნდა ავიტანოთ მაინტერესებს, როდემდე უნდა ვუყუროთ ამ კოშმარს, რომელიც იქ ხდება?! ვგულისხმობ კარვებს, – როდემდე უნდა იყოს? გამოსავალია ქართული საზოგადოების ნება და მათი არჩევანი. გამოსავალია, რომ ამ მარგინალურ ჯგუფებს, რომლებიც თავს პოლიტიკურ პარტიებს ეძახიან, წამლავენ და შხამავენ ამ ქვეყანას მთელ მსოფლიოში, – ეთქვას უარი!“- განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები