“პარტიულობა ოჯახის ბიზნესზე გადავიდა, შვილებიც ჩართეს” – გოგა ხაინდრავა

„იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პროპორციული სისტემა ვერანაირად იარსებებს“ –  განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი შეფასებით, ერთკაციან პარტიებს არანაირი უფლება აქვთ კრიზისსა და მოსალოდნელ აპოკალიფსზე ისაუბროს.

„კამათი შეიძლება იმაზე, საქართველოსთვის რა არის უფრო საინტერესო – მთლიანად მაჟორიტარული, ნახევრად მაჟორიტარული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პროპორციული, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, პროპორციული სისტემა ვერანაირად იარსებებს. 32 პოლიტიკური პარტია, რომელიც, თითქოს, წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, შეკრებილები არიან და აპოკალიფსურ სურათს გვიხატავენ, რომ საქართველოს ელოდება კრიზისი. საზოგადოების სახელით ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც საზოგადოებას არ წარმოადგენენ. არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ თვითმარქვიებს არ აქვთ. ისეთი პარტიები, როგორიცაა დავითაიას, მაჭუტაძის, ქარდავას, მამუკა გამყრელიძეს პარტია, თუ ვინმე  დამისახელებთ მეორე ადამიანს ამ პარტიაში, დიდი სიამოვნებით მოვუსმენ“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, ეს არის პარტიებად მონათლული „სექტა“.

„ნათელია, რომ ისენი არანაირი პარტიებს არ წარმადგენენ. საქართველოში პოლიტიკური პარტიების არსებობა დიდი კითხვის ქვეშ დგას, იმიტომ, რომ, ის ორი „სექტა“ რომელიც თავის თავს პარტიას ეძახის, „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ „ევროპული საქართველო“, რამდენადაა  პარტიები, სხვა საკითხია. დანარჩენების პარტიულობა, იქ უკვე ოჯახის ბიზნესზე გადავიდა, თავის შვილები ჰყავთ ჩართული,  მერე გადააბარებენ ალბათ, როგორც ბიზნესს აბარებენ და ა.შ. ეს ვითარება ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს, თუ რა ინტერესები ამოძრავებთ. ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი, პირდაპირ რუსეთის უშიშროების თანამშრომელი იყო, არის და იქნება, რადგან ყოფილი უშიშროების თანამშრომლები არ არსებობენ“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები