„რითია გიორგი მამალაძე სხვა პატიმრებზე უკეთესი, რითია გამორჩეული?!“ – გოგა ხაინდრავა მამა გიორგის შეწყალებაზე

„რითია უკეთესი მამალაძე, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ვინც ციხეში ზის. მე ვარ ნაჯდომი იმ ციხეში თავის დროზე. არ მესმის რითია მამალაძე უკეთესი?“ – ეს განცხადება კინორეჟისორმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა, როცა ის პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებზე საუბრობდა.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა,  გიორგი მამალაძის იმ მოტივით  შეწყალება, რომ მას პეტრე ცაავა მფარველობს, გაუმართლებელია.  

„უნდა შეიწყალონ იმიტომ, რომ პეტრე ცაავა, ეს ზღვარგადასული პოლიტიკოსი, რომელიც ამოფარებული იყო ანაფორას, მას იცავს? ვინ არის მამალაძე საერთოდ, რომ ამხელა ამბავი ატყდა მამალაძე შეიწყალონ. რითია უკეთესი ის მამალაძე ნებისმიერ სხვა პატიმარზე, რომელიც ციხეშია. რამდენი ადამიანია შემთხვევით, რაღაცა გაჭირვების გამო და ა.შ არის ციხეში. რატომ არის ეს მამალაძე ასეთი გამორჩეული?“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარი“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები