“სალობიეშიც ვივლი, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ” – სალომე ზურაბიშვილი

“ვხვდები ხალხს, ვგრძნობ მათ სიყვარულს და ესაა ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა პრეზიდენტს და არა 5 კაციანი აქციები,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციას, რომელიც მოძრაობამ “შეცვალე” პრეზიდენტის არჩევიდან 1 წლისთავის აღსანიშნავად გამართა.

პრეზიდენტის თქმით, ის ხშირად დადის რეგიონებში და ხალხისგან უნდობლობა არ უგრძვნია.

“სალობიეშიც ვივლი, ფეხით სიარულსაც გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად. მე არ მინახავს მოსახლეობის უნდობლობა. დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს, ვგრძნობ მათ სიყვარულს და ესაა ჩემთვის საზომი. პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ უნდა გაწყდეს ურთიერთობა, ესაა მნიშვნელოვანი,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია სასტუმრო “ბილტმორში” აქციის ფონზე მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” წევრები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის 1 წლისთავის “აღსანიშნავად” მივიდნენ.

მსგავსი თემები