“ვის შევიწყალებ, წინასწარ ვერ გამოვაცხადებ” – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წინასწარ ვერ იტყვის შეიწყალებს თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

პრეზიდენტის თქმით, საკითხის გამო მასზე ზეწოლა არ ხორციელდება.

„ვის შევიწყალებ, ამას წინასწარ ვერ გამოვაცხადებ. სია იქნება ერთობლივად გამოცხადებული და ყველას ერთად გავაცნობ ამ სიას. დღეს არ მქონია მეუფე შიოსთან ამაზე საუბარი და მგონი, არავინ ერევა ჩემს გადაწყვეტილებაში. არანაირად არ არის ჩემზე რამე ფორმით ზეწოლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დეკანოზის, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით სინოდმა მნიშვნელოვანი გადაწყვტილება მიიღო და დამატებით განცხადებებს ვერ გააკეთებს.

მსგავსი თემები