საოკუპაცი ხაზთან, ჰელიუმის ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს ცაში – სოლიდარობა ვაჟა ექიმს

სოფელ ოძისში, საიდანაც ოკუპანტებმა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, კოლეგები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგით ადამიანები არიან შეკრებილები. 

დემონსტრანტებმა საოკუპაციო ხაზთან ჰელიუმის ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს ცაში. ამ პერფორმანსით კი ოჯახის წევრებს სურთ გაუშვან გზავნილი, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ. 

აქციის მონაწილეები ვაჟა ექიმს სოლიდარობას უცხადებენ და მარიონეტული რეჟიმის მხრიდან, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 37-ე დღეა, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იყოფა. 

მსგავსი თემები