გუშინ, ღონისძიებაზე “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიება

გუშინ, “ქართული ოცნების” ღონისძიების დასრულების შემდეგ, “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, ოპერატორს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის განმარტებით, აგრესიულად განწყობილ ადამიანებს ის კითხვები არ მოეწონათ, რომელსაც ჟურნალისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსვამდა.

“ტვ პირველის” გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას განცხადებით, ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო.

“154-ე მუხლით აღიძრა საქმე, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა გულისხმობს. “ტვ პირველის” ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდასხმა უნდა გახდეს პრეცედენტი, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც ჟურნალისტებს ასე მოექცევა, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს”, – აცხადებს ინგა გრიგოლია.

მსგავსი თემები