ლადო კახაძე სახალხო დამცველს მოუწოდებს, ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულოს

დეპუტატი, ლადო კახაძე სახალხო დამცველს მოუწოდებს, მოინახულოს უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

“ხაზს ვუსვამ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად იქნება, თუ მსოფლიოს ყველა უფლებადამცველი ორგანიზაციების ნებელობით, სახალხო დამცველი ადგილზე ჩავიდეს და მოინახულოს ვაჟა გაფრინდაშვილი. მას ეს ბერკეტი არამარტო გააჩნია, არამედ უფლებაც აქვს”, – განაცხადა ლადო კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები