პრეზიდენტი საერთაშორისი თანამეგობრობას მიმართავს, გააძლიეროს ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისი თანამეგობრობას მიმართავს, გააძლიეროს ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.

„მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა, უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას.

კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები