“უამრავი დაპირების მიუხედავად, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღეს” – ირინა გაფრინდაშვილი

“ადგილობრივი და საერთაშორისო ჩართულობის, ასევე უამრავი დაპირების მიუხედავად, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული”, – ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი აცხადებს.,

„დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ, “საზღვარს” ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“, – ამბობს ირინა გაფრინდაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადვოკატმა დავით ასათიანმა განუცხადა, უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ ცნობს და არც საზღვრის გადაკვეთას აღიარებს. მისივე ინფორმაციით მორიგი ე.წ. სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.

მსგავსი თემები