ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს. ინფორმაციას “ეხო კავკაზი” ავრცელებს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრისკვეთაში სდებდნენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

მსგავსი თემები