“შესაძლოა, ზოგიერთი ექიმი, ამ ნივთიერებას პარტიზანულად ხმარობს” – პროფესორი

პროფესორი რემა ღვამიჩავას განცხადებით, ნივთიერება “ACD ფრაქცია 2” ონკოლოგიურ პაციენტებში არ გამოიყენება, თუმცა, შესაძლოა, ექიმების გარკვეული კატეგორია თვითნებურად გასცემდეს რეკომენდაციას.

როგორც რემა ღვამიჩავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ნივთიერება მხოლოდ ვეტერინარიაში გამოიყენება, თუმცა მისი ეფექტურობა საეჭვოა.

“ამ ნივთიერების ონკოლოგიურ პაციენტებთან გამოყენება არ გამიგია. ეს არის მოგონილი ამბავი. შესაძლოა, ზოგიერთი ექიმი, ამ ნივთიერებას პარტიზანულად ხმარობს, მაგრამ ჩემი მონაცემებით, ეს ნივთიერება ვეტერინარიაში იხმარება, რომლის ეფექტურობაც საეჭვოა. ამ ნივთიერებას არ ვაღიარებთ ონკოლოგები, არაა ეს ონკოლოგიური პაციენტებისთვის მოწოდებული. რეკომენდაციას ვერ გავწევ,” – განუცხადა რემა ღვამიჩავამ “მედიაცენტრ მთავარს”

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების კენჭისყრა იწყებოდა, ოპოზიციის წარმომადგენელმა ნივთიერება დაასხა. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ნივთიერება “ACD ფრაქცია 2” იყო.

მსგავსი თემები