“მათგან, ვინც დაამტკიცეს, რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა” – კახა კალაძე მოსამართლეებზე

“მათგან, ვინც დაამტკიცეს, რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის მთავარია სისტემის გაჯანსაღება:

“არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ რეპუტაციულად საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად მოსამართლეებს რაც შეეხება, გადაწყევტილებას ამასთან დაკავშირებით მიიღეს და ბევრი არ დაამტკიცეს. თუმცა, მათგან ვინც დაამტკიცეს რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ჩვენთვის მთავარია გავაჯანსაღოთ სისტემა. მთავარი იყო ის, რომ იყო ერთი ადამიანი და მისი დაჯგუფება. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება, ვინც იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველაფერი იყო ეს ადამიანი”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები