„პარლამენტში დაღვრილი სითხე მოლუსკებისა და ბაყაყებისგან მზადდებოდა და მისი გახსნა არ შეიძლება“ – პროფესორი

„სანამ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა არ იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო პარლამენტის შენობაში გამოყენებული სითხე, ამ ნივთიერების შემადგენლობის შესახებ საუბარი არასერიოზულია . გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს არის „ACD ფრაქცია 2“. თუ ეს ასეა, ამ პრეპარატს, 1947 წელს მოლუსკებისა და ბაყაყებისგან ამზადებენ და ის რუსეთია გამოიგონეს“ – ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც პროფესორმა განმარტა, პრეპარატს რადიაციის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ და მისი გახსნა არც შეიძლება, რადგან, ჰაერთან რეაქციაში შედის.

„რუსული ლიტერატურის მიხედვით, პრეპარატი მუშავდებოდა რადიაციის საწინააღდეგოდ და იმუნურ სტიმულატორად ითვლებოდა. ასევე,  მას მრავალმხრივი გამოყენებაც აქვს. ნივთიერების შემადგენლობაა: კარბონის მჟავები, სხვადასხვა ნაერთები, ალიფატური და ციკლური ნახშირწყლები, ამიაკის პრეპარატები და ადაპტოგენები. ადაპტოგენი ესაა ნივთიერება, რომელსაც უჯრედი გამოყოფს სიკვდილის წინ, მაგრამ მეორე უჯრედში შეყვანისას აძლევს მას სტიმულაციას“- განაცხადა თემურ კობიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 როგორც პროფესორმა აღნიშნა, აღნიშნული სითხეს მედიცინა არ აღიარებს და ის ადამიანებში არც გამოიყენება.

„ამ პრეპარატმა მედიცინაში გამოყენება, როგორც ადამიანის სამკურნალოდ, ვერ ჰპოვა და ოფიციალური მედიცინა არ აღიარებს, მათ შორის მის გამომშვებ ქვეყანაში რუსეთშიც კი. როგორც ღია ლიტერატურიდანაა ცნობილი, გამოიყენება ვეტერინარიაში. ზოგადად, ეს პრეპარატი საქართველოში არ გამოიყენება. ინსტრუქციაში წერია, რომ არ შეიძლება ამ პრეპარატის გახსნა, რადგან, ატმოსფერულ ჰაერთან შეხებისას იწყება რეაქცია. მოცემულია, რომ შპრიცით უნდა ამოვიღოთ და ნემსი უნდა დარჩეს იქვე, ბოთლში. ნივთიერების მძაფრ სუნს, ავტორებმა ვერ მოუხერხეს ვერაფერი“ – განაცხადა თემურ კობიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის შნობის სხდომათა დარბაზში, ერთ-ერთმა დეპუტატმა უცხო სითხე შეიტანა და დაღვარა, რის შედეგედაც პარლამენტის თანამშღომლები ცუდად გახდნენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სს საქმე და დაიწყო გამოძიება.  

მსგავსი თემები