“რაც მეტი ჩავარდება, მით მეტ საფრთხეს ავარიდებთ თავიდან ამ ქვეყანას” – ეკა ბესელია მოსამართლეების არჩევაზე (ვიდეო)

“სამწუხაროა, რომ კანონდარღვევით ხდება დღევანდელი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ჩატარება, რადგან პროცედურულად არ შეიძლება სასესიო დღეს განიხილო ასეთი საკითხი. ეს ძალიან აზიანებს ისედაც დაზიანებულ პროცესს”; 

“ვინ მოიწონებს იმას, რომ ამ მოსამართლეებიდან, 16 არის იმ პერიოდში არჩეული, როდესაც ძალადობრივი სისტემა იყო ქვეყანაში, თუ ემიჯნებიან ამ ძალადობრივ სისტემას. ეს ხალხი ვინ არის მაშინ? იმ სისტემას ხომ აკანონებდა?”;

“გოჩა ჯეირანაშვილი, პაატა სილაგაძე, თამარ ალანია, მირანდა ერემაძე, შოთა გეწაძე, გიორგი მიქაუტაძე როგორ შეიძლება გავიდნენ. ველოდები, რომ შალვა თადუმაძე თვითონ გაიწვევს თავის კანდიდატურას, ის არ იყო ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი. შალვას სხვა პრობლემები აღმოაჩნდა”;

“რაც მეტი ჩავარდება, მით მეტ საფრთხეს ავარიდებთ თავიდან ამ ქვეყანას. დამტკიცების შემთხვევაში არსებობს გაცილებით უფრო მძიმე ფასი, რომელსაც არჩევნებზე  “ქართული ოცნება” გადაიხდის”;

მსგავსი თემები