ვითარება პარლამენტთან ამ წუთებში (ვიდეო)

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პარლამენტის პიკეტირებისთვის ემზადება. 

საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდება.

დღის წესრიგის მიხედვით, ამ საკითხზე დილის 10-ის ნახევრიდან იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. არ არის გამორიცხული საკითხი სესიაზე დასამტკიცებულად დღესვე გავიდეს. სესია 12:00 საათზე უნდა დაიწყოს.

პარლამენტთან შეკრებილები  დეპუტატებს მოუწოდებენ,  მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეთა წარდგენილ კანდიდატებს და უარი თქვან წარსულში დაბრუნდებასა და ძალადობაზე. 

მსგავსი თემები