“პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პოლიციამ ბრალი წაუყენა. ინფორმაციას თავად უგულავა ავრცელებს.

„ჰოი საოცრებავ! პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს. ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა, ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დღეს, მათ თავს ორი უცნობი პირი დაესხა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

მსგავსი თემები