„ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, სამართლიანობის იმედი მაქვს“ – ზაზა სარალიძე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები დროებით შეწყვეტილია. როგორც ზაზა სარალიძემ პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა, ის დროებით საპროტესტო მუხტს წყვეტს და საგამოძიებო პროცესებში ერთვება.

„მაქსიმალურად ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ. კომისიასთან გავიარეთ რაღაც დეტალები. ძალიან დამაჯერებელ დეტალებზე ვისაუბრეთ. კომისიამაც დაიწყო საქმის მასალების გაცნობა. დეტალებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თვითონაც საუბრობენ. იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ“, – განაცხადა სარალიძემ.

მან დროებით საპარლამენტო კომისიაში  დასაბარებელ პირებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ვინაობაზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს: „სიაზე მუშაობა  მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათზე ვერ ვისაუბრეთ. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვითანამშრომლებთ“.

ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებას მალხაზ მაჩალიკაშვილიც ეთანხმება და ამბობს, რომ სამომავლო გეგმებზე შეთანხმდებიან.

მსგავსი თემები