ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა

„ქართული ოცნების” დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა.

როგორც ერქვანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთ მიზეზად მან საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხიც დაასახელა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები არც ბიძინა ივანიშვილთან და არც გუნდის წევრებთან ჰქონია.

„საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს”, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

მსგავსი თემები