„ორპოლუსიანობა უნდა დაინგრეს“ – გია ჟორჟოლიანი

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ნაციონალური მოძრაობა დამარცხდეს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაკარგოს წამყვანი პოზიციები, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ორპოლუსიანობა დაინგრეს,“- ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, „სოციალ-დემოკრატმა“ გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი რისკიან პოლიტიკას აწარმოებს, რაც ქაოსსა და არასტაბილურობას უწყობს ხელს:

„რისკიან პოლიტიკას აწარმოებენ. ეს არაა მყარი პოლიტიკური ერთობა, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა და თანმიმდევრულად განახორციელოს თავისი პოლიტიკა. ეს ძალიან სერიოზული ხარვეზია მმართველი ძალისა. ჩვენ შემთხვევეით არ ვხედავთ, რომ კრიზისის პირობებში ვართ. ქვეყანაში შექმნილი ვითარება ამ კრიზისის ამსახველია. ასეთი რადიკალური არათანმიმდევრულობა გამოამჟღავნა ქართულმა ოცნებამ. არის ალტერნატივა ქაოსისა და არასტაბილურობისა, რაც კიდევ უფრო უარესია. ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ მუდმივად ტყვეები, მძევლები რაღაც ვითარებისა და ნაკლებად უარესი ვერსიები ავირჩიოთ პროცესების განვითარების. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ორპოლუსიანობა, რომელიც ერთგვარად ერთმანეთს კვებავს, დაინგრეს. ვგულისხმობ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალური მოძრობას “. თუ იქნება ქართული ოცნება, იქნება ყოველთვის ნაციონალური მოძრაობაც, ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა, ნაციონალური მოძრაობა დამარცხდეს, ქართულმა ოცნებამ უნდა დაკარგოს წამყვანი პოზიციები,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

დეპუტატის განმარტებით, ვიდრე „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში იარსებებს, „ნაციონალური მოძრაობაც“ თავის ადგილს უცვლელად შეინარჩუნებს.

მსგავსი თემები