რუსთაველზე, კარვებში საწოლსა და სასმელზე ჩხუბობენ 

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება არერთხელ მოხდა, რის გამოც საპატრულო პოლიცია მუდმივად ადგილზე იმყოფება. როგორც ირკვევა, დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არიან, რომლებიც ერთმანეთს სასმელისთვისაც კი უპირისპირდებიან.

„აქციაზე უკვე მოძრაობენ სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, მათ შორის არის დაპირისპირება, არიან ნასვამ მდგომარეობაში, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე, სასმელზე და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევედით კარვებში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა თემურ კუპატაძემ.

მსგავსი თემები