მეუფე პეტრე ინტერნეტ მედიის შექმნაზე მუშაობს, კორესპონდენტები მღვდელ-მონაზონი და იღუმენი იქნებიან

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე საინფორმაციო ვებ-გვერდს ქმნის. ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” მღვდელ-მონაზონმა, ანდრია სარიამ დაუდასტურა. მღვდელ-მონაზონის თქმით, მათ სურთ, ჰქონდეთ სივრცე, სადაც თავისუფლად ისაუბრებენ.

როგორც ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მათი მიზანი იქნება მხილება და საჯაროდ ფაქტების გამოტანა.

“ჯერ-ჯერობით ეს საკითხი მხოლოდ იდეის დონეზეა. საუბარია, რომ  საიტი გვქონდეს, საინფორმაციო სივრცე, სადაც მნიშვნელოვან საკითხებს გამოვიტანთ, სადაც ჩვენ თავად ვისაუბრებთ. შესაძლოა, პირდაპირი ეთერებიც გაკეთდეს. მიზანი იქნება მხილება და ფაქტების გამოტანა. ჩვენთვის რთული არ იქნება გვქონდეს თავისუფალი სივრცე, სადაც ჩვენ თავად დავეხმარებით ერთმანეთს და ფულს არავისგან მოვითხოვთ”, – განაცხადა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას.

მღვდელ-მონაზონის თქმით, კორესპონდენტი თავად იქნება, ხოლო იღუმენია თამარ გამყრელიძე კი, მონტაჟის კურსებს გადის.

მსგავსი თემები