მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაკვამლიანების გამო, ევაკუაცია განხორციელდა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, დაკვამლიანების გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხანძარი არ ყოფილა, დაკვამლიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დაკვამლიანების შესახებ ინფორმაცია 17:00 საათზე მიიღეს. მათივე ცნობით, დაკვამლიანება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი. მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს ამ დრომდე არ ემსახურება. მატარებლები მეტრო „სამგორამდე“ მოძრაობენ.

მსგავსი თემები