“მინდა გავაფრთხილო ყველა საფლავში ჩამყოლი – სად მიდიხართ, ა?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს აფრთხილებს:

„მინდა, გავაფრთხილო და შევახსენო ყველა საფლავში ჩამყოლს – ასლანმა თან რუსეთში მხოლოდ ხუთი კაცი წაიყვანა – ივანიშვილს მაგდენი კეთილშობილებაც არ გააჩნია და მერე სად მიდიხართ, ა?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

მსგავსი თემები