40-მდე ქართველი ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს – არეულობა ბარსელონასა და მადრიდში

ბარსელონასა და მადრიდში არეულობის გამო, ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ საჰაერო მიმოსვლა შეიზღუდა. 40-მდე  საქართველოს მოქალაქე უკვე მეორე დღეა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება და თბილისში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.

როგორც ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, საქართველოს გარდა, ყველა მიმართულებით სრულდება ფრენები.

“ახლა ბარსელონის აეროპორტში ვიმყოფები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულდება ფრენა, გარდა საქართველოსი. ამის თაობაზე არავინ არ შეგვატყობინა. უფრო მეტიც, ნახევარი საათის დაგვიანებით, როცა რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო მოვიდა ესპანელი პიროვნება, გადმოგვცა ფურცლები, სადაც ეწერა “აირზენას” თბილისის ნომრები და გვითხრა, მათ დაუკავშირდით, ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გვაქვსო. კვირა დღეა, ქალაქის ნომრებზე ვერ ვრეკავთ. ვდგავართ ახლა ქართველები ერთად და ვთათბირობთ, როგორ მოვიქცეთ,“ – აღნიშნა საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ, ნინა ყოფიანმა.

ცნობისთვის, კატალონიის ლიდერები მთავრობასთან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვენ. ბარსელონაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც კატალოენიელი სეპარატისტების ლიდერებს ამბოხისთვის პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი თემები