40 თეთრი 20-ის ნაცვლად – 112 – ის მომსახურება გაძვირდა

2020 წლიდან, მთავრობის დადგენილებით 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის თვეში 20-დან 40 თეთრამდე ძვირდება.

2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მოქმედი დადგენილებით, 112-ის მომსახურების ფასი ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ 20 თეთრი იყო, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი.

112-ის მომსახურების ფასი ფიზიკური და იურუდიული პირებისთვის ერთნაირი ხდება. საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება.

მსგავსი თემები