4 მარტს, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიურ მოხსენებას წარუდგენს

4 მარტს, საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.

რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ, სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.

ამასთან, რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის ლიდერის გამოსვლის – 15 წუთს. აღნიშნული გამოსვლების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.

ამავე კვირაში პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსაც მოუსმენენ. მაია ცქიტიშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგება.

მსგავსი თემები