„4 თვე იქნება შედარებით წყნარი, ნოემბრიდან მატებას უნდა ველოდოთ“ – ივანე ჩხაიძე (ვიდეო)

თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი ტალღა შესაძლოა ნომერიდან დაიწყოს. პროფესორი პანდემიის გავრცელებისთვის, ზაფხულს ნაკლებად საშიშად მიიჩნევს. აღნიშნულ თემაზე ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.

„რამდენიმე თვე იქნება შედარებით წყნარი. იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში ახალი კორონავირუსის შეთხვევბი იქნება ერთეული, მაგრამ ნომბერიდან უნდა ველოდოთ მატებას. თუ დავეყრდნობით იმ გამოცდილებას, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გრიპის ვირუსთან დაკავშიებით. ეს პერიოდი იქნება ნოემბრის თვიდან, ამ დროიდან ვაფიქსირებთ ვირუსების პირველ შემთხვევებს და აქაც გამონაკლისი არ იქნება. არასოდეს ყოფილა საქართველოში სექტემბერი ან ოქტომბერი გრიპის ვირუსის გავრცელების პერიოდი. ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი იქნება შედარებით წყნარი,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები