4 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ფიზიკური ძალადობა იყოს

თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთ სახლში, 4 წლის ნინო ზალინაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდნენ.

როგორც შსს პრესსამსახურმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ექსპერტიზა დანიშნულია და სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება. უწყების ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებული ქალი გარდაცვლილის ბიოლოგიური დედა არ არის. ბავშვი მამაკაცის შვილი პირველი ქორწინებიდან იყო.

მათივე თქმით, დედინაცვალი 4 წლის ბავშვზე სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა და ძალადობის კვალი გარდაცვლი, ბავშვს აღენიშნებოდა.

ბავშვის დედა დაკავებულია. როგორც ირკვევა, 6 იანვარს სამართალდამცველებმა დედინაცვალზე შემაკავებელი ორდერი გამოწერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ბავშვთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.

ბავშვის ცხედარი გადასვენებილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. შემთხვევა ზიგზაგის ქუჩაზე მოხდა. მეზობლები ადასტურებენ, რომ ბავშვზე ძალადობის გამო სამართალდამცველები არაეთრთხელ გამოიძახეს.

მსგავსი თემები

One Thought to “4 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ფიზიკური ძალადობა იყოს”

  1. suba suba

    PjtvWB keep up the excellent work , I read few articles on this site and I conceive that your website is real interesting and has got bands of fantastic information.