თბილისში, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის ქუჩა გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 1 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

მსგავსი თემები