“200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ, ეს მათთვის საშიშია“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

“გვიწევს რეალურად დეპუტატების შეკავება, რომ რაღაცნაირად არ გამოხატონ ემოციები, რომლებიც აქვთ ამ გარე აქციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკური ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, რადგან აქციაზე 200 კაცზე მეტს ვერ კრებენ. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია კრიზისსა და მილევად რეჟიმშია.

„ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც დგას პარლამენტის გარშემო, თუ ემოციებზეა საუბარი. ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში. 200 კაცზე მეტს ვერ კრებენ. ოპოზიცია ეძებს გამოსავალს იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც არიან ჩავარდნილი. ისინი არიან მძიმე კრიზისში, მილევად რეჟიმში. არა მარტო აქციის კუთხით, ზოგადად მილევად რეჟიმში არიან. არიან დესტრუქციულ გარემოში, რომელიც ალბათ თვითონაც არ მოსწონთ. დესტრუქცია კარგია, როდესაც რაღაც გიმაგრებს ზურგს. გვიწევს უმრავლესობის დეპუტატების ემოციების დარეგულირება, რომ 200 კაცთან დაკავშირებით რაიმე არ მოხდეს. ეს არის რეალური ვითარება, კარგად შეაფასონ რესურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ. ეს მათთვის არის საშიში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი თემები