ბიუჯეტის 27-28% ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება

  •  

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2 წლიანი მოღვაწეობის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე მომავალში განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2020 წლის თბილისის მერიის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური პროექტები იქნება.

“2020 წლის ბიუჯეტში იქნება ორი ძირითადი პრიორიტეტი – პირველი, ესაა ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს ქალაქში ამ მიმართულებით, მაგრამ გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც გვაწუხებს სწრაფად მოვაგვაროთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანდაცვა და სოციალური დაცვა. ბიუჯეტის დაახლოებით 27-28%  ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად იქნება მიმართული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები