„მედიაცენტრი მთავარის“ ოფისში აქციის მონაწილეები მეორედ შემოიჭრნენ – „მედიაცენტრი მთავარი“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

“მივმართავ ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერს, გთხოვთ, დაიცვათ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და ხელს ნუ შეუშლით მედიას განახორციელოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს მეორედ შემოიჭრნენ „მედიაცენტრი მთავარის“ ოფისში და ჩაშალეს მიმდინარე პრესკონფერენცია.

„მედიაცენტრი მთავარი“ არის კერძო,  დამოუკიდებელი ორგანიზაცია და არა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მსგავსი შემოჭრით ვერ ახორციელებს საკუთარი ფუნქციის შესრულებას. გარდა აღნიშნულისა, შენობაში, სადაც „მედიაცენტრი მთავარი“ ფუნქციონირებს, განთავსებულია სხვა ორგანიზაცია. მსგავსი შემოჭრით, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, პრობლემები შეექმნა სხვა ორგანიზაციის მუშაობასაც, რომელსაც „მედიაცენტრ მთავართან“ კავშირი არ გააჩნია.

მოგმართავთ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, გაითვალისწინეთ კონსტიტუციის ნორმები, რომლითაც დაცულია როგორც მედია, ისე კერძო საკუთრება და მინიმუმ, ნუ დაარღვევთ სხვის უფლებებს.

კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ „მედიაცენტრი მთავარი“  თანამშრომლობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არაერთხელ ყოფილხართ „მედიაცენტრი მთავარის“ სტუმარი, შესაბამისად,  გთხოვთ დაიცვათ და შეინარჩუნოთ თანამშრომლობის კონსტრუქციული ფორმა და მედიასაშუალებას ნუ შეუზღუდავთ მუშაობის შესაძლებლობას” – “მედიაცენტრი მთავარის” დირექტორი ეკა გულუა.  

მსგავსი თემები