“ეშმაკეულის გარდა ამას ვერავინ იტყვის და გააკეთებს” – გიორგი ვოლსკი “გირჩის” აქციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „გირჩის“ გუშინდელი აქცია შეაფასა.

გიორგი ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „გირჩის“ წევრების „ხატებით” მისვლა და აქციაზე გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს იყო “უზნეო” საქციელი.

„იმდენად უზნეობაა, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ხატებით არ შემოიფარგლება მარტო ამ გუნდის უზნეობა. იქ იყო – „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ,” ეშმაკეულის გარდა ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს. უღირსი საქციელია. შეიძლება სულ ათეისტი იყო ან „გირჩის“ ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, საუკეთესო მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით და ეს არ ეხება მხოლოდ „გირჩს“,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები