“ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელია დესტრუქციული ძალა და შემდეგ მთავრობა” – სიმონ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის სიმონ ნოზაძის განცხადებით, პარლამენტის წინ განვითარებულ პროცესებზე, ოპოზიციაა პასუხისმგებელი.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეს. სიმონ ნოზაძეს იმედი აქვს, რომ ოპოზიცია “პროტესტანტებს” არ მოუწოდებს პარლამენტის ბლოკირებისკენ.

“არაა სასიამოვნო ის რაც გარეთ ხდება, მაგრამ როდესაც წესრიგი ირღვევა, სამართალდამცავები იღებენ თავის წესებს. სხდომა უნდა ჩატარდეს ნორმალურად. შსს თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს. ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელია დესტრუქციული ძალა და შემდეგ მთავრობა. ტრაგედია არაა ის, რაც ხდება. უნდა გავაგრძელოთ ამ რეჟიმში მუშაობა. ვფიქრობ, გონიერება ეყოფათ ოპოზიცურ ლიდერებს და არ მოუწოდებენ პარლამენტის ბლოკირებისკენ ხალხს. უკმაყოფილების გრძნობა გამაჩნია, რომ ვერ გავიტანეთ კანონპროექტი, მაგრამ მნიშვნელოვანია ახლა იყოს სტაბილური სიტუაცია და ქვეყანა მივიყვანოთ მშვიდობიანად არჩევნებამდე,” – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მსგავსი თემები