“კანონი უნდა კანონობდეს, კანონობს კიდეც” – დიმიტრი ხუნდაძე

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია და სცილდება მართლწესრიგს.

დეპუტატი ოპოზციას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ.

“ყველას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინტერესი და პირად ამბიციებზე უნდა ვთქვათ უარი. გაცხადებულია, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წელს არ შეიცვლება, ის დარჩება შერეული სისტემით. ამიტომ, ყველამ უნდა მოვუწოდოთ ერთმანეთს, საკუთარი პასუხისმგებლობა მაღალ რანგში ავიყვანოთ და მოვემზადოთ არჩევნებისათვის. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ასევე უნდა შენარჩუნდეს სახელმწიფოში სამართლებრივი წესრიგი. თუ კი, ეს ირღვევა, კანონი უნდა კანონობდეს და კანონობს კიდეც. სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია. წინააღდეგ შემთხვევაში მივიღეთ ქაუტურ სიტუაციას”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები