„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატმა, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივა, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები