ერთი დაღუპული და ოთხი დაშავებული – ავარია ქუთაისში

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი  კი დაშავდა. 

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულები ახალგაზრდები არიან, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

არსებული ინფორმაციით,  ერთ-ერთი ავტომობილი მოცურდა და გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა. დამტვრეულია სამი ავტომობილი. ადგილზე სასწრაფო და პატრული ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

მსგავსი თემები