სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გერმანელი, ავსტრიელი, მექსიკელი, უკრაინელი და ქართველი ექიმები გაერთიანდნენ.

“თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს! ერთად ბავარიის ქალაქ შონგაუს საავადმყოფოდან მხარდაჭერას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილს!”, – ამ შინაარსის სტატუსი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა ექიმებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რუს მესაზღვრეებს 2 კვირაზე მეტია გატაცებული ჰყავთ. სეპარატისტულმა სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და ქართველ ქირურგს 2008 წლის ომში მონაწილეობა დააბრალეს.

მსგავსი თემები