დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს, ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა

დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს, ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ადასტურებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს საგამოძიებო უწყება.

ამავე საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 19 ნოემბერს წარედგინათ.

მსგავსი თემები