„2005-ში ისე ჩამაგდეს ციხეში, ხმაც არ ამომაღებინეს“ – დეპუტატ მერაბ ქვარაიას ემოციური „პოსტი“

„არც ვიცი რა ვთქვა…იცის ყველამ, რომ არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ… 2005-ში ისე ჩამაგდეს ციხეში, ხმაც არ ამომაღებინეს… ერთი წელი ჭრიდნენ და კერავდნენ, ცვალეს და ატრიალეს ბრალდება, ხან რა მოიგონეს და ხან რა, თვითონ ვერ გებულობდნენ რას წერდნენ… ერთი წელი მიამიტად ვცდილობდი, რომ სიმართლე მემტკიცებინა, ბოლოს ბოლომდე აშკარა გახდა რომ უაზრო იყო ეს ყველაფერი“ – აცხადებს დეპუტატი მერაბ ქვარაია და ყოფილი ხელისუფლების პირობებში, პატიმრობაში გატარებულ წლებს იხსენებს.

„მათ დაკრულზე რომ არ ვიცეკვე, ადგნენ და 22 წელს მისჯიდნენ, მერე 6 წელს და 6 თვე-ს დასჯერდნენ… მიყვნენ და ოჯახის წევრებით დაწყებული, სამეგობრო და პოლიტიკური თანამოაზრეებით დამთავრებული, კაცი არ დამიტოვეს ჩემს ირგვლივ, სამარცხვინოდ შეკერილ საქმეებით ზოგი დაიჭირეს და ციხეში შემოაგდეს, ზოგი გააქციეს, ქვეყნიდან გააძევეს – პოლიტიკური ველი გაასუფთავეს სამეგრელოში რომ გეკითხა … ჩემი უმცროსი ძმა, შვილივით გაზრდილი 26 წლის ბიჭი საერთოდ შეიწირეს და სიმწრით მაგლოვეს ციხეში…არ დარჩენილა არავინ, ადამიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია, ეკლესია – თუ ვინმეს ხმა მიუწვდებოდა, ითხოვდა ჩემს განთავისუფლებას, ერთი დღე არ გამატანეს გარეთ, ერთი დღეც კი… არაკაცები ეგენი…
დღეს კიდევ წამლავენ ადამიანებს, ახალგაზრდებს აგულიანებენ, რომ როგორმე ხელისუფლება ჩაიგდონ და ისევ დაატრიალონ ის,რაც ერთხელ გააკეთეს…რომ შევეწირო, მე მათ ვერაფერს დავუთმობ, მით უფრო ჩვენი შვილების და ქვეყნის მომავალს… თქვენი ყველამ თქვენი იცოდეთ…ვისაც გესმით და ხედავთ, იმას გთხოვთ, პირდაპირ თუ ირიბად მათ წისქვილზე ნუ დაასხამთ წყალს…
არ დაგავიწყდეთ ეს საშინელი წარსული და იფიქრეთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ყველამ…“ – აცხადებს მერაბ ქვარაია.

მსგავსი თემები