ზაქარია ქუცნაშვილი აშშ-ს საელჩოში შეხვედრას ადასტურებს

მმართველი გუნდის წევრი და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი „მედიაცენტრ მთავარს“ უდასტურებს წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ მას აშშ-ს საელჩოში შეხვედრა ჰქონდა. როგორც ყოფილმა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, შეხვედრა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეეხო.

„დიახ, გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შეხვედრა მქონდა. კერძოდ, შევხვდი პოლიტიკური დეპარტამენტის პოლიტიკურ ოფიცერ ქრისტი მორდჰორსტს. ვისაუბრეთ როგორც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ისე, სხვა თემებზეც, თუმცა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განუცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი დეპუტატი აშშ-ს საელჩოში დღეს, 11:00 საათზე მივიდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ ინფორმაცია აშშ-ს საელჩოსთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.

მსგავსი თემები