აკაკი ზოიძე პროპოციულ სისტემაზე რეფერნდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე 2020 წლის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითხოვს.

აკაკი ზოიძის თქმით, მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების“ პოლიტ საბჭოს მიმართა და განაცხადა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მრავალი ადამიანია იმედგაცრუებული, რაც გააღრმავებს პოლიტიკურ და საზოგადოებას შორის  დაპირისპირებას. 

“გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით… მივმართავ ყველას, უპირველეს ყველისა ქართლი ოცნების იმ წევრებს, რომელთაც გადაწყვიტეს არ დაეჭირათ მხარი პროპორციულ არჩევნებზე გადავლას 2020 წელსვე, რომ რეფერენდუმამდე თუ პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ, ჩვენთვის და რაც მთავარია, ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად“, – აცხადებს აკაკი ზოიძე. 

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფომ“  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, სარეფერენდუმო კომისიას რამდენიმე დღის წინ მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება “მედიაცენტრ მთავარში” ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ განაცხადა.


მსგავსი თემები