“როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ, ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა” – შალვა ნათელაშვილი

“როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ, ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა, სახლში არ დაჯდებოდა”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის განცხადებით, მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერები გახდებიან, რადგან, მისი განმარტებით, ასეთია ისტორიული კანონზომიერება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე 6 პირი, მათ შორის შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი დააკავეს.

მსგავსი თემები