“39 ადამიანიდან პნევმონია დღევანდელი დილის მონაცემებით, 12-ს აქვს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მქონე 39 პირიდან 12-ს პნევმონია აქვს.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საყურადღებოა 3 ადამიანის მდგომარეობა, მათ შორის 2 ხანდაზმულია.

„39 პირიდან, ვისაც კორონავირუსი აქვს, 1 მოთავსებულია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, 3-საჩხერის სავადმყოფოში, 2 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

მათი კლინიკური მენეჯმენტი მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კლინიკური მართვის ჯგუფით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. ამ 39 ადამიანიდან პნევმონია დღევანდელი დილის მონაცემებით, 12-ს აქვს, მეტად საყურადღებოა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ხანდაზმული და მათზე მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები