„შუა დასაბრუნებელია“ – ლევან კობერიძე

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ის პოლიტიკური პროცესები რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის. შესაბამისად, დეპუტატი ყველას მოუწოდებს, ეს არ დაუშვან, რადგან, თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, ისევ ორპოლუსიანი იქნება. აღნიშნულ საკითხზე, დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ვადამდელი არჩევნები დღეს სრულიად მოსალოდნელია. ეს, შეიძლება იყოს ერთ-ერთი გეგმა „ქართული ოცნების“, რადგან, რაც უფრო დრო გადის, მეტად კარგავს ის მოსახლეობის ნდობას. არ გამოვრიცხავ, პროცესები სწორედ ვადამდელი არჩევნებისკენ მიდიოდეს, რომელიც აწყობს მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. არანაირ პროპორციულ არჩევნებზე არ წამოვა ხელისუფლება, პროპორციულს გაწევს გვერდზე და ვადამდელს ჩაატარებს. ყველას მოვუწოდებ, კონცენტრაცია გავაკეთოთ იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები არავითარ შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რადგან, ის ორ პოლუსს შორის ჩატარდება.  კი ხედავთ, რომ შუა გაკრეფილია, არადა სწორედ ეს შუა უნდა დავაბრუნოთ. ახალი ძალაა დასაბრუნებელი“ – განაცხადა ლევან კობერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.      

მსგავსი თემები